გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა. მკვლელობა დღეს, გარდაბანში მდებარე ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიაში მოხდა.
როგორც წყარო გვიყვება, ცოლ-ქმარი მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ და კონფლიქტი წამოიწყეს.
“ჯერ კარადების ფერზე დაუწყიათ ჩხუბი, მერე ამ გოგოს უთქვამს, მაინც უნდა გაგშორდე და სახლი როგორც მინდა, ისე უნდა მოვაწყოო”, – გვეუბნება წყარო. მისივე ცნობით, მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მოკლული 25 წლის ახალგაზრდა ქალი, მარიამ გახოკიძეა.
- როგორც მისი ახლობელი გვიყვება, “უბნელები ხშირად ამბობდნენ, რომ ქმარი ცოლზე ხშირად ძალადობდა”.
