თელავში, ძველი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე ხანძარია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ბალახს წაეკიდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თავდაპირველად შეძლეს ხანძრის ლიკვიდირება. მოგვიანებით, ცეცხლი ისევ გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, ქრობის სამუშაოები გართულებულია. ამ დროისთვის აალების მიზეზი უცნობია.
