გერმანიამ საქართველოში 370 მლნ ევროს ღირებულებისპროექტების დაფინანსება შეაჩერა
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ამბობს, რომ გერმანიამ საქართველოში 370 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების დაფინანსება შეაჩერა მას შემდეგ, რას ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადაუხვია. როგორც ელჩი ამბობს, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს უცხოელების აქტიურობას საქართველოში, მომავალში გერმანიას საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივას კიდევ უფრო მეტად გაურთულებს. ინტერვიუ ელჩთან bm.ge-ს გადაცემა „ანალიტიკამ” ჩაწერა.
