თელავში, ძველი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე ხანძარია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ბალახს წაეკიდა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თავდაპირველად შეძლეს ხანძრის ლიკვიდირება.

მოგვიანებით, ცეცხლი ისევ გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, ქრობის სამუშაოები გართულებულია.

ამ დროისთვის აალების მიზეზი უცნობია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *